ინფორმაცია სუბიექტზე საიდენტიფიკაციო კოდი:204876802 სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 5/9-123 დასახელება: გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი სამართლებრივი ფორმა:არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რეგისტრაციის თარიღი:25 იანვარი 1999 სტატუსი:რეგისტრირებულია
|
||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გარემოს დაცვის საერთაშრისო კვლევითი ცენტრის წესდება
1.1. გარემოს დაცვის საერთაშრისო კვლევითი ცენტრი (შემდგომში - “ცენტრი” ან “ორგანიზაცია”) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და მოცემული წესდების შესაბამისად. 1.2. ორგანიზაციის სრული დასახელება ქართულად: გარემოს დაცვის საერთაშრისო კვლევითი ცენტრი”, შემოკლებით – “გდსკც”. ორგანიზაციის სრული დასახელება ინგლისურად: International Center for Environmental Research, შემოკლებით – ICFER. ორგანიზაციას მესამე მხარეებთან ურთიერთობაში შეუძლია გამოიყენოს სახელწოდება ინგლისურად ან მისი შემოკლებული ფორმები. 1.3. ორგანიზაცია წარმოადგენს წევრობაზე დამყარებულ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს თვითმმართველობის პრინციპით. 1.4. ორგანიზაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1.5. ორგანიზაცია იურიდიული პირის უფლებებს იძენს კანონით დადგენილი წესით, მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 1.6. ორგანიზაციას გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა სახის (მათ შორის, სავალუტო) ანგარიშები. მას ასევე გააჩნია იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. მესამე მხარეებთან ურთიერთობაში ორგანიზაციას შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, გამოიყენოს ბეჭედი. 1.7. ორგანიზაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას და უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულეები და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში. 1.8. ორგანიზაცია უფლებამოსილია დააფუძნოს ფილიალები, განყოფილებები ან წარმომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ორგანიზაციას შეუძლია დააფუძნოს სხვა იურიდიული პირები კანონით დადგენილი წესების დაცვით. |
![]() |
||
|---|---|---|

