ICFER-ის საქმიანობის საერთაშორისო აღიარება:
ევროპის პარლამენტისა და ENERGY GLOBE-ის პრეზიდენტის საპატიო ჯილდო პროექტისთვის: „წყლის ბაქტერიების მონიტორინგისა და დამუშავების ეკოლოგიურად მოქმედი მეთოდები“, 2007 წ.
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების თვალსაზრისით, საქართველო ევროპაში ერთერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 14 000 მ3 მტკნარი ზედაპირული წყალი მოდის, მაშინ, როდესაც ევროპის ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ მხოლოდ 9 300 მ3 -ს შეადგენს. საქართველოს ზედაპირული წყლის რესურსები წარმოდგენილია 26 000-ზე მეტი მდინარითა და 850 ტბით, 43 წყალსაცავით, 734 მყინვარითა და 627 კმ2 საერთო ფართობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიებით. მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგების მოცულობა წელიწადში 18 მილიარდ მ3 -ს შეადგენს, ხოლო მისი წლიური მოხმარება (2015 წლის მდგომარეობით) მხოლოდ 1077 მილიონი მ3 -ია. გარდა ამისა, საქართველო მდიდარია მინერალური და თერმული მიწისქვეშა წყლებით. ქვეყნის ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანია შავი ზღვის როლი, რომლის 320 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი საქართველოს ეკუთვნის. (საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021) EU Energy Community – Challenges and Solutions for European Integration, 2015http://www.eoesummit.org/blog/news/issue-13-of-the-eye-on-earth-view/
Journal of Applied Microbiology/AMS, 2007
|
|---|









