მდგრადი ინფრასტრუქტურა მდგრადი ტურიზმი განათლება მდგრადი განვითარებისთვის მე-9 გარემო ევროპისთვის (EfE) მინისტრთა კონფერენცია გაიმართება ნიქოზიაში, კვიპროსი, 2022 წლის 5-7 ოქტომბერს. გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE), რომელიც ემსახურება როგორც გარემო ევროპისთვის პროცესის სამდივნოს. ეხმარება კვიპროსის რესპუბლიკას კონფერენციის ორგანიზებაში. მდგრადი ინფრასტრუქტურა, მდგრადი ტურიზმი და განათლება მდგრადი განვითარებისთვის კონფერენციის სამი ძირითადი თემაა. დაესწრება 70-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის UNECE-დან, ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან. მოსალოდნელია 1000 დამსწრე საჯარო და კორპორატიული სექტორიდან, აკადემიური წრეებიდან, ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან. პოსტერების გამოფენა მე-9 გარემო ევროპისთვის (EfE) მინისტრთა კონფერენცია გაიმართება ნიქოზიაში, კვიპროსი, 2022 წლის 5-7 ოქტომბერს
ქართველი მხატვრები გარემოსათვის მე-9 გარემო ევროპისთვის (EfE) მინისტრთა კონფერენცია ნიქოზია, კვიპროსი, 2022 წლის 5–7 ოქტომბერი.
გარემოსდაცვითი კვლევის საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს ონლაინ გარემოსდაცვითი პოსტერების გამოფენას სლოგანით - „ქართველი მხატვრები გარემოსთვის“, 4 კატეგორიაში: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნარჩენებით დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების პრობლემები. აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ პოსტერის ელექტრონული ვერსია A2 ფორმატში. (59.4 x 42 სმ; 2245x1585 პიქსელი PNG ფორმატში). მნიშვნელოვანი თარიღი: 28.09.2022 - განაცხადის მიღების ბოლო ვადა და მიღების შესახებ შეტყობინება ხელშეკრულების ფორმით. ნამუშევარი და განაცხადის ფორმა შეიძლება გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@icfer.org. პოსტერები განთავსდება გარემოსდაცვითი საერთაშორისო კვლევის ცენტრის ვებგვერდზე www.icfer.org და ICFER-ის Facebook გვერდზე. სპეციალური ჟიური შეარჩევს 18 პოსტერს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მე-9 გარემო ევროპისთვის (EfE) მინისტრთა კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ნიქოზიაში, კვიპროსში, 2022 წლის 5-7 ოქტომბერს. გამოფენის მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს და დიპლომებს. .დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://wwww.icfer.org/exhibition.html |
|---|









